
ვინამ სთქვა თუშთა დალევა?!
ბოჭორნა — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, გომეწრის ხეობაში, მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თუშეთის ალაზნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 2345 მ. მდებარეობს თუშეთის (ომალოს) თემის ცენტრ სოფელ ომალოდან 12 კილომეტრში, ხოლო ახმეტიდან 112 კილომეტრში.
სოფელ ბოჭორნაში 1954 წლისათვის მუდმივად ცხოვრობდა 25 კომლი და სოფელში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა. 1980 წლიდან სოფელში მუდმივად მოსახლეობა აღარ რჩებოდა და ამიტომ მან მუდმივი დასახლების სტატუსი დაკარგა. 2014 წლამდე, ბოჭორნა ნასოფლარი იყო და ოფიციალურად ბოჭორმა ერქვა, თუმცა სოფლის სტატუსი მას შემდეგ აღუდგა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები დაფიქსირდა.[1] სოფელი 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ გააცოცხლა.
სოფლის სტატუსის დაბრუნებასთან ერთად, ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი გახდა.[2] აღიმართა შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბანერიც (2345მ).
